↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოიდარა

რატიანი ზვიად

2005-05-121 წთ საკითხავი7584 ნახვა

—
ქარს აწვიმს,ქარი წვიმაში მოყვადა ნემსებივით ესობიანმის სხეულში წვიმის წვეთები.ის კი აწყდება ჩარაზულ ფანჯრებსდა ჩემს ოთახში მთხოვს შემოვუშვა,თავშესაფარს მთხოვს, რადგან შემოჭრისტკივილისაგან არ შერჩა ძალა.მე - როგორც ძველირომაელი იმპერატორის ბედი,როდესაც მასზე ჰკიდია -შეშლილ თვალებში ჩავყურებ მშვიდადდა ვფიქრობ, რომ ქარს გააჩნია თურმე თვალებიც...ქარი კი კივის!ხმელი ფოთლები,რომელთაც ისიც კარგად იციან,რომ წვიმა ბოლო წყალობაა სიკვდილის პირასდა რომ ვერც იგი ვერ გადაარჩენთ, -მაინც საოცარ აღტაცებას აუტანიათდა დასცინიან მომაკვდავ ჯალათს .ქარი კი კივის!მიწაზეა უკვე გართხმულიდა წვალობს,მაგრამ ვერ ერევა საკუთარ სხეულს!მე ვაღებ ფანჯრებს,გადმოვდგები მთელი დიდებით,სიცილს წყვეტენ ხმელი ფოთლები,მე ხელს შევმართავ -გაშლილ ცერით და შეკრული მუშტითდა მიწისაკენ,მიწისაკენ შემოვაბრუნებ!. . .გამოიდარა,მე ვხურავ ფანჯრებსდა ვიწყებ სიცილს საკუთარ ფიქრზე.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი