↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მემღერება და ვიმღერი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21097 ნახვა

—
(სიმღერა)
მემღერება და ვიმღერი, -გულზე მჭირს სამი იარა:წარსულზე ფიქრი მაწუხებს,აწმყოში არა ყრია რადა მომავალის ფიქრებიცარავინ გამიმზიანა!ნისლებში გახვეულია,ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,ვეღარ ვაშორებ თვალებსა,ერთხელ იმისი მნახავი,დაჟინებულის მის ცქერითშევიქენ დასაძრახავი.გულში კი წყლული იზრდება,სულსა მიხუთავს, მაღონებს,სიკვდილი არა მწადიან,თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებსდა ჩემი ყოფნა ასეთისაწყალს ამირანს მაგონებს.ხმალიც გვერდს უძე, გოშიაცერთგულადა ჰღრღნის რკინასა;არც ხმალი მოდის გმირთანა,ვერც თითონ სწვდება იმასა.გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,ჰხედავს მეორე დილასა;სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლიპატრონს და იმის ბინასა:მომავლის სხივი აქარვებსგმირის ოხვრას და გმინვასა.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი