↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა გინდა ბედმა მიმტყუნოს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21093 ნახვა

—
(სიმღერა)
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,კიდევ შავმღერნებ ერთხელა,რომ გულმა მაილხინოსა,მურის მაგივრად არა სჯობს,პირს ვარდი მაიფინოსა?!რა კაცი ჰქვიან იმასა,ვინც ჯავრის ხდება ვირადა!ადე, შაჰხედე ქვეყანას,გორიდამ გორის პირადა!წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,დაგიფასდება ძვირადა;რაც უნდა უძლური იყო,თავს სცნობ უსწორო გმირადა...არავის არ დაედებიტყლაპად და ქალმნის ძირადა,მოზღვავებული ნაღველიმოგეჩვენება ლხინადა.
1890 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი