↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რამ გაგაჩინა, ქალაო

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21092 ნახვა

—
(სიმღერა)
რამ გაგაჩინა, ქალაო,ლერწმად აჭრილო წელშია?ნეტავი, ხელით შემახო,შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!რომ დავიხოცნეთ, იქაცაკიდევ გიპოვნი მკვდრებშია.შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოსქალი, კაცი და ქვეყანა?..ოღომც-კი შენთან მამყოფე, -თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,მოვკვდე შენს დაუტირებლად,თუ შეგადარო მზესთანა!თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,ისეც მზეობას მიზამენშენი ფოფინა თვალები!
1886 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი