პოეზია · ლირიკა
რამ შემქმნა ადამიანად
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
რამ შემქმნა ადამიანად?რატომ არ მოვედ წვიმადა,რომ ვყოფილიყავი მუდამაღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,მიწაზე გადმოსაგდებადცვარად ან თოვლად ცივადა?არ გამწირავდა პატრონიასე ოხრად და ტივლადა!
ცაშივე ამიტაცებდა,თან მატარებდა შვილადა.ასე არ დამჭირდებოდასულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.მზის მოტრფიალე ვივლიდისიკვდილის გამაწბილადა;მაღლა ცა, დაბლა ხმელეთიმე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა-ბარსაოდეს ვნახავდი მწვანედა,მორწყულსა ჩემის ოფლითა,ყვავილებს შიგნით, გარეთა.გადავუშლიდი გულ-მკერდსადღისით მზეს, ღამით მთვარესა.სიცოცხლეს ვაგრძნობინებდიმომაკვდავ არე-მარესა.
თოვლად ქცეულსა გულშიაცეცხლად იმედი მრჩებოდა,რომ ისევ ჩემი სიკვდილისიცოცხლედ გადიქცეოდადა განახლებულ ბუნებასყელ-ყურზე მოეხვეოდა.