↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "კარგად არ მახსოვს"

ჯავახაძე ვახტანგ

2016-06-121 წთ საკითხავი27128 ნახვა

—
კარგად არ მახსოვს, არ ვიცი,როგორ ბრწყინავდა სამყარო,მარტი იდგა თუ მაისი,დილა იყო თუ საღამო;ვისხედით ჩამქრალ კოცონთანთუ გიზგიზებდა მიხაკი,ისევ და ისევ მომწონდითუ უკვე აღარ მიყვარდი;რომელი ათასწლეულიგვიკაკუნებდა კარებზე,სული მთხოვდა თუ სხეული,შინაური თუ გარეშე;ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი -ზღვისფერი სანაპიროთი,ცხადი იყო თუ სიზმარი,ვიცინოდი თუ ვტიროდი...
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი