↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ვერ გამიგია რა მემართება"

ჯავახაძე ვახტანგ

2016-06-121 წთ საკითხავი27126 ნახვა

—
ვერ გამიგია, რა მემართება,რა მაკლდება და რა მემატება,ეს თებერვალი რას მემართლება,ანდა ეს მარტი რას მემარტება,რას ნიშნავს ჩემი გაბელატება,რას ნიშნავს შენი გაბელადება, –რა უცნაური ასაკებია,რომელი რომლის ასაკეპია,ტაძარი ვისი ასაგებია,ქალაქი ვისი ასაღებია? –ისე ვკითხულობ, თითქოს ამქვეყნადსხვა ყველაფერი გასაგებია.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი