↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გაფითრებული იდგნენ ქუჩები"

ჯავახაძე ვახტანგ

2016-06-121 წთ საკითხავი27129 ნახვა

—
გაფითრებული იდგნენ ქუჩები,იდგა მაღალი მოხუცი ქარშიდა ცას უმზერდა,მე მას ვუმზერდი,როგორც ტაძარში შესული ბავშვი.ის მოდიოდა ჩვენკენ შორიდან,რომ დავენახეთ ყველაზე უკეთ,მაგრამ იმდენად ახლოს მოვიდა,ვერაფერს ვეღარ ხედავდა უკვე.მაინც არ ანდო სული იუდას,უარყო მშვიდი დღეების ტივი,ზოგმა გაუგო,ზოგი მიუხვდასიყვარულივით დამალულ ტკივილს.ესიზმრებოდა ყოველღამ დედა,რომელიც იდგა შუადღის ჩრდილში,ბევრი დაკარგა,დედასთან ერთადდაკარგა დედის დაკარგვის შიშიც.აკვირდებოდა შორიდან შურითუზრუნველ ძილში ჩაძირულ სახლებს,იკარგებოდაუცნობებს შორის,ემალებოდასაკუთარ სახელს.და ფანჯრებამდე სავსე ქუჩებიათრობდნენ,როგორც ათრობდა სარკე,ის მზეს უმზერდა,ჩვენ მას ვუმზერდით,როგორც სნეული უყურებს სარკმელს.ფრთებივით იგრძნო დაფნები ხვალის,რომლებსაც მთელი სიცოცხლე მისცა,და,როცა ცისკენ გაექცა თვალი,თავის ძეგლივით დააკლდა მიწას.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი