პოეზია · ლირიკა
*** "გადაწყდა"
გადაწყდა:დღესვე მოვემგზავრები,ხვალ ჩამოვალ დაჩაგეკონები.ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები,რეკავენ ჩემი სამრეკლოები.თოკებს ჰკიდია ასი მეზარე,მომაცილებენ გზანი ფართონიდა მე ხმამაღლა ვამბობ მესამეს –ჩემი ხმისა დასმენის პატრონი,რადგან საკუთარ თავსაც მავიწყებსმზიანი დღე დაკარგი ამინდი;თვალი უცინის ყველა მასპინძელს,მაგრამ შენს იქით მაინც არ მიდის.მხოლოდ შენს ძახილს ვეხმაურები,შენსკენ მოვყვები ქარებს საყვარელს,ასე ყვირიან მეზღვაურები,როდესაც მიწას დაინახავენ.მე გულის პირველ ნათქვამს ვუჯერებ,არ მავიწყდება სიტყვა ნაფიცი;ასე მგონია,ქვეყნად უშენოდარ გადამიდგამს ერთი ნაბიჯიც.ეს გაზაფხულიც მალე წავიდა,რადგან არ იყო სხვაზე ნაკლები;ასე მგონია,თვალი წამითაცრომ მოგაშორო –დამეკარგები...გადაწყდა:დღესვე მოვემგზავრები,ხვალ ჩამოვალ დაჩაგეკონები.ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები,მღერიან ჩემი სამრეკლოები.