პოეზია · ლირიკა
ქართლი
ქართლი მაინც ქართლია:რკონს, კავთას და სამთავისს(ჩემში ვისიც მადლია)ვენაცვალე სამთავეს...სულს როგორ დაათენდაწილკანს, ლარგვისს, იკორთას...დანახვისზე ატენთანმზე რომ გადმომიგორდა!ბეთანიას მარხულიდღესაც მახსოვს ის ბერი...ძეგვიდან დანახულიშიო-მღვიმის კლდის ფერი.ვარ მტვირთველი ამდენის,სხვამ რაღამ ამაღელვოს,როცა ვხედავ ატენისან ყინწვისის ანგელოსს!მე აქ არ ვარ სტუმარი,და სხვა არ-რა მამშვიდებსისე, ოდეს მდუმარივუმზერ ბოლნისს, სამშვილდეს...სოფლის მყუდრო საყდარი,მცირეც, მეტიც, ყოველიარის სულში ჩამდგარიროგორც სვეტიცხოველი.ჩემთვის ქართლით დაიწყოშარავანდი, აზმანი,სანამ შუბლმა წაიცხოზარზმის აიაზმანი,სანამ ხატი უფლისა,ხელთუქმნელი ნახატიგამიცხადდა უბისას...სანამ გელათს ვნახავდი,სანამ გრემს ვიბოდებდი,სანამ ნეკრესს ვვედრებდი,სანამ გავიბოდბებდი,გავიალავერდებდი...ვინც მე დამათავთავეს...მცხეთას, ჯვარს თუ სამთავროს...ვინც მე მომცა სათავე,ისევ მან დამამთავროს!