↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფშავ-ხევსურეთის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5292 ნახვა

—
აქ პირველითგან იყო ლექსი. სიტყვა, ვით სეტყვა!აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი.ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყადა გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.
ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა,ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა,აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა,ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.
აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე,გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად.ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არცერთი კუთხე,ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.
ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი,აკლდამა ჩემთა ოცნებათა - ფშავ-ხევსურეთი!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი