პოეზია · ლირიკა
ფლამენკოს სონეტი
ფედერიკო გარსია ლორკას
ანგელოსსა და მუზას ჰხუთავთ უნაყოფობადა შესაძლოა, რომ ინანო, იმათ თუ ენდე,აქ კი ჯადოსნურ წრეში ტოკავს როგორც ობობადა ჟანგიან ფრთებს აჟღარუნებს ბნელი დუენდე.
შეყოვნებული პოზებიდან იერმოკრეფილსსამაჯურებიც ეჩვენება მძიმე ხუნდებადდა თუ გაშეშდა, როგორც ცეკვის იეროგლიფი,მის მიღმა უკვე ყოველგვარი ფონი ხუნდება.
კაბის კალთების ცეცხლოვანი ალები ჰმოსავს,და მამრებს ირგვლივ ისე უმზერს, როგორც კაცუნებს,უცებ მომწყდარი მოძრაობის ჟესტსა თუ პოზასკასტანეტებით სილასავით გაუტკაცუნებს.
და საცეკვაო მოედანი მოჩანს შორიდან,თითქოსდა იყოს ცეცხლოვანი მდედრის კორიდა.