↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5284 ნახვა

—
ხანდახან, როცა ნაღვლიანი ფიქრები მიხმობსდა გონს განწყობა ეუფლება მძიმე, სასუდრო,თავს ვაიძულებ, გავაღწიო სამყაროს მიღმადა ზეციერი სიმაღლიდან ვჭვრიტო საწუთრო.
შორს, სადღაც ბრუნავს დედამიწა: "ის მაინც ბრუნავს!"მეც ვიმეორებ დაჟინებით, ვით გალილეი,და თუ არ დაგვწვეს ისე, როგორც ჯორდანო ბრუნო,ამ მიწასავით ჩვენც ვიბრუნებთ და გავილევით.
შემოგვეპნევა ამ ბრუნვაში სიცოცხლის წლები,მაშ რატომ გვინდა, რომ ეს ტვირთი მხრებზე ვიკიდოთ,თუ ამ მიწაში ჩვენგან რჩება მარტოდენ ძვლები,არქეოლოგთა საჩხარუნოდ და საკირკიტოდ?!
ჩვენ მაინც ვბრუნავთ და ჯიუტად ვამტკიცებთ ამით:- მარადისობას გვირჩევნია სიúოცხლის წამი!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი