პოეზია · ლირიკა
იქნებ
გზას იმედში ვეღარ ვიგნებ,რა იქნება გაის ამ დროს?!თუმც ვინ იცის, სულმა იქნებერთხელ კიდევ გაიზამთროს.დღეებს ვარაუდით მივდევ,თანაც ვწრუპავ მიჯრით ღვინოს,რომ მზის სხივმა ერთხელ კიდევსულში შემომიჭვრიტინოს.ვეღარა ხტის გვარზე კვიცი,უკანასკნელ ძალას ვიკრებ,ვიცი, ყველაფერი ვიცი,მაგრამ მაინც, მაინც იქნებ?!...