↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გენეტიკა

სტურუა ლია

2001-07-121 წთ საკითხავი18613 ნახვა

—
როდის დაბრუნდით ჩემს ტვინში?აღარც რძით ნათესავები, არც სისხლით,მარტო, გახურებული მშენებლობითშეილახა თქვენი ინჟინერია!გენებმა სისუსტე გამოამჟღავნესჭერზე სიარულის მიმართეს ვინ გააჩინეთ?სკამზე შემდგარი ლექსი?ქართულის მასწავლებლის გაზრდილიბაჯაღლო პათეტიკის ტრადიციებზე?კლასიკით მონათლული,მაგრამ სად არის წყალი?ბებიების დამჭკნარ მუცელში,დედების მზით გამოფხეკილში?ამიტომ შემეფარეთ?სინათლეს რომ დავდგამრძის ქვაბით, დალევთ,პურის არსებით სახელს დააყოლებთ,მეტყვით, რომ ყელში ამოგივიდათჩემი მეტაფიზიკა.რაღაც ნამდვილი გინდათთუნდაც, თითი რომ გავიჭრადა სისხლის ბოლოს მოვკვდესულ წითელ ყელსახვევებად დამინაწილებდითმოსულელოები და სუფთები ბატკნებივით...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი