↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შობა 1963 (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2135 ნახვა

—
მოგვნი მოვიდნენ. ახალშობილს ტკბილად ეძინა.ელვას მოჰგავდა ცად მთიების გაჩხაჩახება.ქარი კი ნამქერს თავს უყრიდა, მეტ სუსხს იძენდა.იდგა ქვიშების შარიშური, ცეცხლის - ნათება.იკლაკნებოდა ცეცხლის ენა. თაღს გავდა კვამლი.ჩრდილები ირგვლივ მოკლდებოდნენ, ხან გრძელდებოდნენ.ვინ იფიქრებდა აბა მაშინ – ათვლა ახალიცხოვრებისა, რომ ამ ღამიდან დაიწყებოდა.მოგვნი მოვიდნენ. ახალშობილს ეძინა შვებით.მრუდე თაღები დაჰყურებდა ზემოდან ბაგას.ცვიოდა თოვლი. იკვრებოდა ორთქლის ბოლქვები.იწვა ჩვილი და იქვე გვერდით ძღვენი ელაგა.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი