↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მოვსულვარ"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2958 ნახვა

—
მოვსულვარ,მოვკვდე და შენთვის ვწერო,მონა წარსულის,ახლის მლოცავი...შენ გამახსენე,მამულო ჩემო,რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი.მზე ელამ თვალებს მტვერით ამივსებსდა მიმილეწავს სულს ქარიშხლიანს,უნდა დავმიწდე ბებერ კრწანისზედა ზურგზე მუხა ავიშრიალო.ცა, როგორც ცხენმა _ლაგამი, შევხარ,გზა ოქროსფერით მოვავარაყე;სამშობლოვ ჩემო,პოეტი შენ ხარ,მე შენი ენით მოლაპარაკე!
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი