↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "თვალნი უსივრცეოდ დამიმშიეთ"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2954 ნახვა

—
თვალნი უსივრცეოდ დამიმშიეთ,სურვილით გადახურდებიან.მერე, ა, ის გზა ამირჩიეთ,უკან რო აღარ ბრუნდებიან.ბეჭზე მათრახი გადამკარითისე, სამი პირი ტყავი ამძვრეს;ფუთი მარილი დამაყარეთ,ტკივილები არ დამიამდეს.წამოვიღრუბლო, დავიღამო,განრისხებულმა დავიწივლო,მიწას ფეხი დავცე, დაიბღავლოს,სამი საჟენი დაიწიოს.აღარ შემეხათროს არაფრისი,არ შევდგე, აღარ მოვიმდორო,ჩემი სიცოცხლე ალალ მისი,ვინაც დამარცხება მომინდომოს.
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი