↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიტოვებული წისქვილი

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2362 ნახვა

—
"დავეხეტები საგოდებელივით გადაშლილ ჩემს სამშობლოში...ტურა გაჰკივის ჭირისუფლის სიმღერას დაზმანებას მიფრთხობს"(ფრიდრიჰ ჰოლდერლინი)
ამ ხვატში,ჩიტი ფრთას უნიავებს,ცას მიშტერებულ პირღია ბარტყებს.ჩაქრა სიცოცხლე, წა(რ)სული არისსოფელი, სადაც ფინიაც არ ყეფს.უკვე ქვევრების ჯაგრისებისთვისარ ატყავებენ, გლეხები არყებს.
თხმელის უგრილეს ტანს ვეხუტები,რომლის ძირიდან ცივი წყარო დის,არც მესამედი, არც მეხუთედიარ ვარ პოეტი, უფრო პაროდისტს
ვგავარ ლექსების. წყალში ბაყაყი,მოფარებია მომწვანო ქვირითს,მკვდარ სოფლელს ვკითხე-"მაგვარდ მაყახი"?-ხსოვნა მტვერივით მედება ფქვილის.
კვირიკობაა! წმინდა კვირიკეს,ქარაფისპირა სოფელს ვავედრებ.რომ ლოკოკინის მბრწყინავ ბილიკებს,გავყვე და არარსებობაში უხმოდ წავეთრე.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი