↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგზავრი

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2357 ნახვა

—
(ანდრეს სეგოვიას)
პირქუში მიწაც ახითხითდა, ზეცის ღიმილზე.ეს, შენი წილი სამოთხეა, ბახს აქ რა უნდა?ღრუბლის ნამცეცა ცხვარი ბღავის ზეთისხილის ქვეშ,ხსოვნის უფსკრულში ექოებად რომ ახმაურდა.
ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა.ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და....ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან,მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.
დამშვიდდა სივრცე, ზღვაც დამშვიდდა, აღარ ყრის ცოფებს.მალე ვარსკვლავი აენთება ცაზე იმდენი...შემოუფრინეს თოლიებმა ზღვისპირა სოფლებსდა ცის სილურჯეს ისუნთქავენ ჭარხლის მინდვრები.
შორს, ზღვის შორეთში, უკვე ჩამქრალ ჰორიზონტებზე,ვაყოლებ მზერას, მოციმციმე მოძრავ წერტილებს.გარს მაკრავს მხოლოდ სიმარტოვე, როგორც პილოტებსსიცარიელე, მალე ფიქრსაც შემაწყვეტინებსღამე, არ მისულს კანტაბრიის სანაპირომდე.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი