↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვრალი კაცი

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3606 ნახვა

—
ხსოვნას მზეც ვეღარ მითბობს.ვეძებ კორპუსებს მაღლივს.სახლთან ვერ მიველ, თითქოსაორთქლდა ჩემი სახლი.მოსახვევებში ვუხვევდა მაბნევს ჩემი ჩრდილიც...ღვინით დავთვერი წუხელ,სახლს ვეღარ ვაგნებ დილით.დავალ აღმა და დაღმა,მაფრთხობს ჩიტების გუნდი,ხიდით გადაველ გაღმადა უკან გამოვბრუნდი.დავალ, გზადაგზა ვკარგავჯიბეში მცხოვრებ საგნებს...ვეხვევი ყველა ნარგავს,სახლს კი ვერაფრით ვაგნებდა ლამის ჩავიძინო,ამ დროს, უეცრად, მოდის –ხელკავს მიკეთებს ღვინოდა მეუბნება ბოდიშს.
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი