↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხრაჯერ

ჩიტიშვილი მანანა

2026-07-181 წთ საკითხავი2452 ნახვა

—
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავიქალმა კოშკიდან ამაყად,ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,ერთხელ არავინ ამამყვა.ცხრაჯერ ვამტვრიე ცხრა კლიტეან ცხრაკლიტული რა იყო...კარი დავტოვე ღრიჭოდა,მაგრამ არც ერთხელ გაიღო.ცხრაჯერ ვიქეცი თეთრ შუნად,დავწურე მკერდის მტევნები,ფეხთ ვეცი მონადირეთა,სად იყო გამომდევნები?!ცხრაჯერ შევბღავლე ქარაფებს,ცხრაჯერ დუმილმა დამსუსხა,ჯავრით გულშეწუხებულსაარავინ გამეპასუხა.ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავიქალმა კოშკიდან ამაყად,ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,ერთხელ არავინ ამამყვა.

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი