პოეზია · ლირიკა
შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ
არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარდა მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.
ნუ მეტყვი, ოღონდ,ყვავილებს ამოსვის უკრეფ, ანდა ვის ბაღს უგალობ,ამ მშვენიერი წუთების გამოსამარადისოდ გმადლობ, უფალო!
თუმც სახეს მიწვავს ცრემლების თქორი,გულს მაინც უჯობს, ასე ახსოვდე -შენ უნდა დარჩე მარადჟამს შორიდა ვერასოდეს მოგიახლოვდე.
იქნებ სჯობს, ფრთები დავკეცო მოშლით,ნუ მკითხავ ოღონდ - როდის ან როგორ,გამოგამწყვდიო ლექსების კოშკშიდა სტრიქონ-სტრიქონ გამოგიზოგო.
ვინ მომცა ბeდი, ეს ფიქრი ახდეს,ცის კიდეს თვითონ დაგიდგი ტახტი...შენზე ტირილით რას უნდა გავხდე,თუ სიყვარულით ვერაფერს გავხდი.
არც ავთანდილი,არც ბადრი არ ხარ,და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.