პოეზია · ლირიკა
შვილისადმი
თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,ნუ გეშინია, არ წავალ არსად,ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.შენ ჩემს სუყველა იარას შველი,არა ტკივილი არ გეურჩებადა ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელითთვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსადშევყურებ რწმენით, განა-იჭვითა...ნუ გეშინია, არ წავალ არსად,ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.