პოეზია · ლირიკა
ყივჩაღის კიდევ ერთი გახსენება
ქსანი _ მინანქრის ლურჯი ტიხარი,ალვაზე _ ბუდე, როგორც ბეჭედი...ოღონდაც ახლა მაინც მითხარი _მეტრფე იყავ თუ... ხიფათს ეძებდი.ნელ-ნელა ქრება მთებზე ნათელი,შორით მოისმის აფთრის ხარხარი,თუმც არასოდეს იყო ქართველიმტრის უცაბედი და უნახავი.მაგრამ სუყველა ჟამმა წახვეტადა დავიწყების ნისლი დაჰხურა,შენ ვინ იყავი ისეთი, ნეტავ,დრომ რომ აქამდე ვერ გაგახუნა.ეგ გული ქართულ ხმალით დამიწდა,ჩაუქრო ყველა სურვილ-ვნებანიდა მაინც დღემდე ვერ დაავიწყაქართველს შუღლი და ჯიბრი შენდამი.კიდევ ათას წლებს ლექსში დამიცდი,თუმც შენი ტრფობა, ალბათ, მეძრახვის,მაგრამ მუხრანთან ვარ და არ ვიცი,ქარი უსტვენს თუ... კვლავ შენ მეძახი.