↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვეფხისაი

ბერაძე ნუგზარ

2001-08-121 წთ საკითხავი1248 ნახვა

—
წავარნას შამამიღოღდამშიერი ლეკვი მგლისაო,დავდექ და ძუძუ ვაწუეგამშრალი ერთის წლისაო.რძის ნაცვლად სისხლი დამდინდასუნ-გემო სიმლაშისაო.რაღაი ერთი დაჰგეშა,სუ ჩემ კარძრომში ზისაო.ვეფხვი ვარ, მაგრამ გული მაქ,თვალზე კურცხალი მდისაო.ვითამ ჩემ მოკვერ მიზრდია,წაგვრილი სიკვდილისაო.ძუძუებ რო დამაღიჯნოს,ვეღარ გავაგდებ სხვისაო.ე, მაგის წერა ვყოფილვარ,შემძრავი ცა-მიწისაო.ეგ იცის დედაშვილობამ,ძალამა ძუძუ-რძისაო,სულაც რომ შავეჭმევინო,მადლს ვერ მავისხამ მისსაო.მგელი მგლადავე დარჩების,ლაშზე სუ ცოფი სდისაო.მაგისას ვეფხად მაქცევასპირი არ უჩანს ღვთისაო,მაგრამ, რაი ვქნა, მებრალვის,ცოდვაც მკლავს ამაგისაო.ცუდია? _ მაინც შვილია,ბრალია რა მაგისაო?ერთია, მარტო ეს მამწონს,ჯავრს არ შაიჭმევს მტრისაო,არცა რა სხვისა ებრალვის,არცა რა თავისისაო.წავარნის კარში მიყმუისმშიერი ლეკვი მგლისაო,ნეტაი გამაგებინა,სიკვდილს თუ დამაცლისაო?

ბერაძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი