↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ხევსურეთს ახლა სითიბი მოსავს"

ბერაძე ნუგზარ

2001-08-121 წთ საკითხავი1233 ნახვა

—
ხევსურეთს ახლა სითიბი მოსავს ?და ცვარ-ნამს ისხამს ყელზე მძივებად.პატარა გოგოს უმანკო კოცნასჰგავს ცისკრის მორცხვი აციმციმება.ვაჟას ნაბიჯით აზომილ ლურჯ მთებსმოსდევს არაგვი ძირს და მოჰბღავის.აქ, ქედებსშუა დასახარჯ წუთებსარაფერი სჭირთ დასაზოგავი.კლდეზე შევკიდებ მზერას და ხარ-ჯიხვსმოვწყვიტავ თვალის ერთი შევლებით,ნადირობისას დაკარგულ ჯარჯისშუნის ზიდვაში შევეშველები.პანტების ძირში გავითევ ღამეს,მოვიწყენ ლურჯ მთებს და თეთრ ბილიკებს,და გვირილებზე დაყრილ ცვარ-ნამებსმარგალიტებად ჩამოგირიგებთ.ხევსურეთს ეხლა სათიბი მოსავს,და ცვარ-ნამს ისხამს ყელზე მძივებად,პატარა გოგოს უმანკო კოცნასჰგავს ცისკრის რძისფრად აციმციმება.

ბერაძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი