↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რიცხვი ოცდაექვსი, ფერი წითელი

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-181 წთ საკითხავი10564 ნახვა

—
ვის ეფერება ეს ცხოვრება,კარგი რა,მართლა,გაემეტები,მოგადგება,გირტყამს და გაგდებს...სხვა შეიძლება - ვერაფერი,ამას კი - ნაღდადვხედავ დამახსოვს ბოლო ფსონი -ტკივილზე დავდე.რიცხვი?სამჯერ რვა -ოცდაოთხი,ფერი - წითელი,დააწყობ "ფიშკებს",ვიღაც ისევ უკან ალაგებს,ფორტუნამ ყალბი განაჩენი გამოიტანა -როცა ეგონათ - მოიგოო -მაშინ წავაგე.მაგრამ -ამ აზარტს,სიჯიუტეს,ჟინს არ მოვეშვი,ვგრძნობდი,ყოველთვის,განსხვავებას,იღბალს იშვიათს,რა ვქნა,არ მხიბლავს,ვერ ვიგუე ცურვა მდორეში,ყოველთვის იმას ვეტანები,რასაც მიშლიან.ახლა რიცხვია ოცდაექვსი,ფერი - წითელი,ჰო,დრო იცვლება,ძველებურად მე ვარ უცვლელი,ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე დაჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი.ჰოდა,სტკიოდეს,დღეს ცხოვრება არის ჰაერი,ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე,რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი,ყველას ჰგონია წააგოო,მე კი...მოვიგე.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი