↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზესუმზირები

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-182 წთ საკითხავი10622 ნახვა

—
ნინოს
ჭეშმარიტება ოცნებაშია - ბექა აბუთიძე
ვინსენტ,თუ გაფიქრებაც ცოდვაა,მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილადა მიხარია,რომ დღეს შემეცოდა კაცი,რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავსდა მე მხოლოდ გავიფიქრე -დავხმარებოდი.შენ არ იცნობ ამ კაცს.შენ არც იმ კაცს იცნობ,მახვილგონიერ იდალგოს,დონ კიხოტს რომ ჰგავსდა შუბლზე ქარის წისქვილები ადგას.ყველას ვეუბნები და არავის სჯერა.არ სჯერათ იმიტომ,რომ სერვანტესი მკვდარიადა თუ მოინდომეს - არც მისი საფლავის ნახვა გაუჭირდებათ.მე არ მჯერა საფლავების,ვინსენტ,მე განახებ კაცს,რომელიც დონ კიხოტს ჰგავს,რომლის იდეალებიც განუხორციელებელიადა მიუხედავად იმისა,რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია,რომ შუბლზე ქარის წისქვილები ადგას,წისქვილები ტრიალებენდა ამ წისქვილების მოძრაობის გამოა,რომ კაცობრიობა ვითარდება.მე არც ის მჯერა,ვინსენტ,რომ ამბობენ,სიყვარული არ არსებობსო,რადგან ეს რომ სიმართლე იყოს,გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა,ახლა კი - პირიქითაადა დედაჩემიც 26-ე წელიამინებზე ტოვებს თვალებს,როცა მთვრალი მამაჩემიაგვიანებს სახლში მოსვლას.დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე,რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ,რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს,ვინსენტ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად,რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.ჰო,ვინსენტ,ჰო,ასე მარტივად არის ყველაფერი,ჩვენ კი,მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთდა თუ ეს არ გამოგვდის,მხოლოდ იმიტომ,რომ მე და შენ გენიოსები ვართ.ნუ გეღიმება,ვინსენტ,ჩემი ლექსები დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელდა პირველი სიტყვები,რაც თქვა,ის იყო,რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავსყურწაჭრილ ჰოლანდიელს,რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილიდა სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში.საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც,ვინსენტ,ჩემი არა,წარსულისმეტყველის,სულიერი კარიერისტის,ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები -ჭეშმარიტება ოცნებაშია!
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი