↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემთხვევა

ბუაჩიძე ანდრო

2009-08-122 წთ საკითხავი1475 ნახვა

—
ქალაქში ცოლმა მოჰკლა ქმარი, _ქალაქის რომელიღაც უბანში _და სისხლიანი დანა დასდო მაგიდაზე.და მერე როგორც ხდება, _აიღო დანა და დამალა,სხეულიც დამალადა იჭვრიტებოდა ვიწრო სამლავიდან.მაგიდაზე დარჩა სუფრის საწმენდი ჩვარი,დარჩა კოვზი თიხისტარიანი,
დარჩა მზის ხაზი დანითურთ და სისხლის წვეთებითურთ.
მოვიდნენ ქმრის ამხანაგებიდა მრავალსართულიან სადარბაზოშიალიაქოთი გამოჰფინეს დროშასავით.ალიაქოთი აჰყვა კედლებს შვეულადდა მეზობლების ოთახებში შეაღწია,ეს იმ დროს მოხდა,როცა სამსახურებში ცარიელი ოთახებიღა რჩება,როცა ხალხის მსხმოიარე მტევანიაათკეცებს ტროლეიბუსის სიმძიმეს.(ესე იგი ეს მოხდა მზისით),ქმარს არაფერი არ უთქვამს ამხანაგებისთვის,რადგან სიკვდილთან შეიკრა პირი,რადგან სიკვდილი მოულოდნელი ძღვენივით მიიღო,თუმცა არ ითვალისწინებდამეტამორფოზას საკუთარ ელენთაში.ამხანაგები განეფინენ ცარიელ ოთახებს,ამხანაგები განეფინენ ჭრელი ფარდაგებივით,ამხანაგებმა გააბოლეს გემრიელი თუთუნი,ამხანაგებმა განიკითხეს უენო ცოლი,ცოლმა ამხანაგებს წარუდგინა ხელები,ცოლმა ამხანაგებს წარუდგინა სხეული,კურცხალი ცრემლიც კი არ გააჩნდა ცოლს.
ამხანაგებმა საქმიანად შეარხიეს მხრები,ამხანაგების მხრებმა მიიღეს საქმიანი იერი.და როგორც საქმის მჩარხველებმა ბოლთა დასცეს.ამხანაგების მხრებმა და ხელებმაერთობლივი გადაწყვეტილებით იყიდეს არაყი.არაყი უყვარდა მკვდარსაც,მაგრამ მას აღარ ჰქონდა დალევის სურვილი.მას სახეზე ეწერა უსურვილობა.ამხანაგებმა დალიეს არაყი,შინ წავიდნენ და დაიძინეს.ცოლს ეძინა. ეძინა ქმარსაც.მთვარე იყო ნახევარიდა ნახევარზე უფრო ცოტა.

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი