პოეზია · ლირიკა
ქალი მსახიობი
ჰოდა, აი, ერთ მაგალითს მეც მოგითხრობ, გამიგონე -ერთი ქალი გავიცანი, მსახიობი ანტიგონე!შემიყვარდა! შევუყვარდი! ამას თითქმის ყველა გრძნობდა, -..მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!მას შევწირე ყოველივე, ყოველივე, რაც მებადა,ის დავბადე მე ჩემს ლექსში, ლექსიც მისგან დამებადა,მე ვმღეროდი შოთას ჰანგებს, ის კი ჩანგზე ხმას აწყობდა, -...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!ო, მან ჩემი სიყვარული, უმტვერო და ფრთახასხასა,ვერ განჭვრიტა დინჯის თვალით, ვერ ახსნა და დააფასა;მან მომპარა ყოველივე, რაც ჩემს ლხენას შეადგენდა,მომპარა და ეხლა, ეხლა? დარჩა მხოლოდ ეს ლეგენდა:მაგონდება - ვსეირნობდი ერთხელ ბაღჩის ლარნაკ ტანზე,შემოიჭრა ამ დროს იგი, შემომიკრა ლარნაკ ტანზე,თან ამბობდა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვედა მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე! ძლივს გიპოვე!"ტიკტიკებდა, მეხვეოდა, ზვიადობდა, მღამიობდა, -...მაგრამ თურმე მსახიობი, ცხოვრებაშიც მსახიობდა.და, შემთხვევით - მესამე დღეს - მეც ვეწვიე ჩვენს თეატრსა,თამაშობდნენ ერთ პიესას ცნობილსა და ნაინატრსა,და, რომ ლექსით დამეოკა აშლილობა ჩემი ნერვის -მე სცენაზე ვერ ვამჩნევდი მსახიობთა გარდა ვერვის.ამ დროს - ღმერთო, - შემოიჭრა ჩემი სატრფო და ამ ქალმაჩაიხვია ვიღაც ვაჟი, ვაჟიც ხვევნით მიესალმა.ქალმა უთხრა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვედა მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე, ძლივს გიპოვე!.."სთქვა და... სტქვა და ამ სიტყვებზე ჩამოეშვა ხელად ფარდა,მოეწონათ მსახიობი, ყველა ერთხმად ახარხარდა;მხოლოდ ერთი ამ ხარხარში ცრემლის ფრქვევით კვლავ ამბობდა:- ეხ, მართლაც რომ მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!