↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქორწილი ჩვენს უბანში

გრიშაშვილი იოსებ

2026-07-181 წთ საკითხავი3420 ნახვა

—
აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალებიუთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე,თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,ის ნეგოსავით უმძრახია,მზესავით ღიადა თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაიადა რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული-
მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული.ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი,თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!
და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: “სად არი ზურნა!ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა!ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი.დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა .
და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა -პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!,,მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდადა გაიფანტა მარგალიტი ბადახშეულისაბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი