↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქურდული ალერსი

გრიშაშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი3405 ნახვა

—
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა.შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა,მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათადა ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, -თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი,როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"
ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული.მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული,გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი დაშევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან.შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, -როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"
წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინობ ვნება დათენთა.დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა -ცელქი, შეუშინარი შენს ბინაზე მოველი:"ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!"მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა...გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა.
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი