↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემეცნებითი ლექსები

თვარაძე ზაზა

2010-08-1212 წთ საკითხავი1652 ნახვა

—
(უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის)
შორეულ წარსულში, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ დადიოდნენ სკოლაში, ხშირად ქვეყნდებოდა ე.წ. შემეცნებითი ლექსები, რომლებიც უადვილებდნენ მოსწავლეებს ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის გაგებას. დღეს სამწუხაროდ ეს ჯანსაღი ტრადიცია აღარ არსებობს. მართალია, ქართველი პოეტები ისევ მრავლად წერენ ბავშვურ ლექსებს, მაგრამ _ არა საბავშვოს. წინამდებარე სასკოლო ლექსებით შევეცადე შეძლებისდაგვარად შემევსო ეს ე.წ. "ცარიელი ნიშა". ყველა ლექსს თან ახლავს თავისი შესაბამისი სასკოლო თუ არასასკოლო საგნის დასახელება.
ბულტერიერი ციცინო(გეოგრაფია)
სულ ძაღლივით რომ მიღრენსაყვარელო ციცინო,არ ჯობია, ძაღლივითკუდი გამიქიცინო?!
ჩამიგორდე ფეხებშიმხიარული ხვანტალით,ან ჯოხს გადევნებულმაგაადინო ზღართანი,
გაცუნცულდე ეზოში,გაეკიდო ფისუნებს,მოვა ხვადი ქოფაკი,უკანალში გისუნებს,
ანდა მთაში წახვიდე,ცხვარს დაუდგე დარაჯად,იყეფო და იცქმუტოროცა მგელი არა ჩანს,
ან სოფელში - აყმუვლდემთვარის მწარე სახმილით,დილას იალაღისკენგაირეკო ნახირი,
ან შორეულ ტუნდრისკენგაედევნო მარხილებს,და უსმინო, ნარ-ეკლებსქარი როგორ ახივლებს,
გადასერო ლანდივითგაყინული ზეგნები,დაებღერტო ცეცხლისპირსმოხდილ ვალის შეგნებით,
ანდა ისევ ქალაქშიგახდე ბულტერიერი,გაიარო გვერდულადმომცრო ვირის იერით,
დააფეთო ქუჩაშივიღაც სულ სხვა ციცინო,რომ შენს ონავრობაზეყველამ ბევრი ვიცინოთ.
გაბედული გოჭები(საზოგადოებათმცოდნეობა)
დიდი მიტინგი გამართესდღეს რუსთაველზე გოჭებმა,აგვისრულოსო მთავრობამეს სანუკვარი ოცნება:
გვიღიაროსო პოეტი,ღრუტუნაისძე გვარადო,შეწყდესო მიეთ-მოეთიმის ირგვლივ აწ და მარადო,
დაემონეთო მის ტალანტს,ერის გენიად სცანითო,რომელი გყავთო მისთანა(არ ვიცი, როგორ გავრითმო),
შეგვიჯიბრეთო რუსთაველს,სცანითო მისი მჯობობა,ნუ გშურთო, ნუ გშურთ, შურიგე,ნუ გჭამთო შურის ობობა,
ხოლო თუ გსურთ, რომ შევრიგდეთ,არ გავხდეთ თქვენი მგმობელი,მიანიჭეთო გოჭ-პოეტსუცილობელად ნობელი!
მუტანტები(მათემატიკა)
- თიკო, თიკო პატარა,კარგად დაუფიქრდი,თქვი, რამდენი იქნებაას-ოთხმოცდა-შვიდი?
თიკომ მკვირცხლად დახედახელებსა და ფეხებს:- სულ თექვსმეტი თითი მაქვს,თუ არ ჩავთვლით ნეკებს.
- მიათვალე ნეკებიც! -დაუყვავა მამამ.- რომ არა მაქვს ნეკები?დაგავიწყდა განა?
- მაშ სხვებისაც დათვალე,წესით უნდა გეყოს.- პაპას ექვსი თითი აქვს,ცხრა თითი აქვს ბებოს,
დედას ათი თითი აქვსხელებსა და ფეხზე(ცალფეხაა დედიკო,მიტომაც წერს ლექსებს)
ჩვენს ხეიბარ ბიძიასაქვს ცამეტი თითი,ლალის ოცი თითი აქვს,გელას - ოცდაშვიდი,
უფრო მეტი ყველაზემალხაზსა აქვს ალბათ -იმ დღეს დიდხანს ვუთვალე,ბოლოს დავრჩი სახტად:
იმ ონავარს ჰქონიასამოცდაცხრა თითი,ორმოცი აქვს პატარა,ოცდაცხრა კი - დიდი,
რვა თითი აქვს მამიდას,ამდენივე - ძალოს...დავიღალე! არ მინდა!მეტი რაღა ვთვალო!?
- სულ რამდენი დათვალე? -ჰკითხა მამამ თიკოს- ალბათ ას-ოთხმოცზედაცექვსით მეტი იყო!
- მაშ ერთი დაგრჩენია,მიათვალე ისიც!- ის ერთი ხომ შენია,მეტი არავისი!
ჩემო კარგო, ცალთითა,ცალტვინა მამიკო!ამდენს ხომ არ დავთვლიდი,კარგი რომ არ ვიყო?!
- ყოჩაღ, ყოჩაღ, შვილიკო,სიხარულო მამის,ახლა მითხარ, რას უდრისშვიდას-ოცდა-სამი?
მერე კი ერთ უბრალოამოცანას გკითხავ,დაუკვირდი, დაფიქრდი,რამდენია მითხარ
ხუთას-სამოცდაექვსი-მილიონ-ას-შვიდი-ათას-სამას-ოთხმოცდა-თხუთმეტს პლიუს შვიდი...
ნიკოს ცხოველები(ბიოლოგია)
ამ ჩვენს ნიკოს კარადაშიუზის პაწაწინა კრავი,ბღავის, ძილსაც აღარ გვაცლის,მოგვაბეზრა ყველას თავი,
უჯრაში კი ნიკოს დიდიშხამიანი გველი უდევს,ის საბრალო იკლაკნება,სურს უდაბნოს დაუბრუნდეს,
ერთ კუთხეში აფთრები ჰყავს,მეორეში - ბეჰემოთი,მუდამ ცხოველს მოიყოლებსნიკო, როცა სახლში მოდის,
იმ დღეს ვნახე, მოათრევდახბოსთან ერთად წითელ ძროხას,გაიხედავ - ვეფხვს მოიყვანს,მოიხედავ - ზებრა მოყავს,
ნეტავ ნიკოს რად დასჩემდაცხოველების სიყვარული,ან რად უნდა ეს ამდენიმხეცი სხვისგან მოპარული?
სახლში ტევა აღარ არის,ვერ გადაჭრი ოთახს მშვიდად,- სახლია თუ ზოოპარკი?!იმ დღეს მამა ხელებს შლიდა,
მამიდამ თქვა, ნიკოს ჭირსოჩახშობილი აგრესია!ჩახშობილი ჩვენ ვართ სწორედ,თორემ ნიკო კარგ დღეშია!
ზოგჯერ ისე გვეჩვენება,მთელი ჯუნგლი დაგვესია,კიდევ კარგი, ჯერ არ გვჭამენდა აშკარად არ გვერჩიან,
შაბათს დიდი თეთრი დათვიმთელ დღეს კუდში დამყვებოდა,ავდგებოდი - ადგებოდა,დავჯდებოდი - დაჯდებოდა,რა ვიცოდი, თუ იმ ღამესსიზმარშიაც ჩამყვებოდა:
დამესიზმრა, ვითომ ნიკომჩუკოტკაზე გამასახლა,იქ დათვები დამესიენ,დამიპირეს გადასანსვლა...
გულგახეთქილს გამეღვიძა,ღამე იყო წყნარი, ჩუმი,მხოლოდ ჩემი ლოგინის ქვეშფაჩუნობდა ოპოსუმი...
ერთხელ ნიკომ მოიყვანაუცნაური სულიერი -დიდი ცხენის ტანი ჰქონდა,კაცის სახე და იერი,
- ეს რაღაა? - შეეკითხანიკოს დედა ცოცხით ხელში,- კენტავრია! - უთხრა ნიკომ -აგერ ვნახე, ვერის ხევში,
მეორე დღეს მოგვირეკასატირების მთელი ჯოგი,დარბის დედა მათ კვალდაკვალდა იატაკს ხეხავს ჯოხით,
გასულ შაბათს დაგვახვედრარაღაც დიდი, საშინელი,არჩილს ბოროტად უღრენდა,არ შეუშვა სახლში ნელი,
ასი დიდი თვალი ჰქონდა,მოელვარე ორი ეშვი,ნიკოს დიდხანს ვემუდარეთღამე სახლში რომ შევეშვით..
- რა მხეცია? - ჰკითხა მამამშეძლებისდაგვარად წყნარად.- არგუსია! - უთხრა ნიკომდა თან გადაიხარხარა.
მერე ჰიდრა მოგვიყვანაუზარმაზარ საცეცებით,შიშით სხვენზე ავიხვეწეთ,ბნელში ხელებს ვაცეცებდით,
აქ კენტავრი, იქ ცერბერი,აქ აქლემი, იქ მამონტი,სფინქსი, დომბა, დინოზავრი...ყველას ერთად ვერც ჩამოთვლი,
დავიღალეთ, აღარ გვინდაამ ჩვენ ნიკოს ონავრობა,მუდამ შიშით ვუთვალთვალებთ,კიდევ რამე ხომ არ მოყავს,
ძმები, დები, მამიდები,მეზობლებიც ირგვლივ ყველაალბათ მალე გავგიჟდებითთუ რაღაცა არ გვეშველა,
გუშინ ერთხმად დავიფიცეთ:თუ მოიყვანს ცხოველს სახლში,თვითონ ნიკო მოვათავსოთზოოპარკის გალიაში.
ღორმუცელა ლალი(უნარ-ჩვევები)
ლალი, მითხარ გეთაყვა,რად ვერ ძღები ჭამით?ყველაფერი შეჭამე,არ დატოვე სკამიც,
როიალის ფეხებიდატეხე და დახარ,რად ვერ ძღები, გეთაყვა,თქვი, თუ ჩემი და ხარ.
გუშინ ბებოს სათვალეგამოხიწნე წმინდად,მერე ჩაახრამუნეპაპას ძველი წინდა,
დღეს შეგნიშნე, მოგქონდაგამოხრული ხელი -ვისი იყო, არ ვიცი,არჩილის თუ ნელის,
იმ დილასაც შემთხვევითშეგასწარი თვალიპაპას ლავიწს რომ ღრღნიდი!არ გრცხვენია, ლალი?!
პაპა ხომ გადასანსლე,აღარც ბებო დაგრჩა,მერე მამა შეჭამე,ქვაბში სულ არ ჩარჩა,
დედა, ძია, მამიდა,მეზობლებიც ყველასულ დაღმურძლე, შეთქვლიფე,ღორო, ღორმუცელა!
ბოლოს მეც მომიცოცდი,მაკვნიტავდი ფეხებს,ძლივს გაგასწრე სახლიდან,დავიმალე ხეზე,
ახლაც ამ ხეზე ვზივარ,შენ კი ქვემოთ ყმუი...ლალი, გაგებუტები,თუ არ იქენ ჭკუით!
საზიზღარი სეფედავლე(ისტორია)
საზიზღარო სეფედავლე,დედა რატომ გააჯავრე,რძე რომ მოგცა, არ დალიე,ჭიჭყინებდი: რძეს არ დავლევ!
მამას რატომ არ უჯერებ,ტოლებს რატომ ექიშპები,კეთილ მოძღვარს თავს აბეზრებუადგილო შეკითხვებით,
გარე-გარე დაყიალობ,დიდ-პატარას ეურჩები,ბაღში ატმებს ტოტებს ამტვრევ,სულ დასერე ალუჩები,
იმ დღეს მნათეს ჩაძინებულსწვერზე ცეცხლი წაუკიდე,მერე მსახურს მიეპარე,შეჭამადში ჩაუწიტე,
მერე, მამამ რომ დაგტუქსა,ცხენს მოახტი, გააჭენე,ლეკვებივით დაბობღავთო -დაგვცინოდი დანარჩენებს,
ცოტა რომ წამოიზარდე,შეგებუმბლა ღინღლით სახე,ირგვლივ გლეხებს დაერიე,სამ-ოთხს ცოლი გაუბახე,
მერე ომში წაგიყვანეს,დაგვიბრუნდი ჭრილობებით,წყევლა-კრულვით აგვიკელი,დაივიწყე ზრდილობები,
მერე მამამ ივაგლახა,გაგაგზავნა მეფის კარზე,გადიდკაცდი, გაზვიადდი,დაგვთარსე და დაითარსე,
ვეზირს ქალი რომ წაგვარე,ეგ ჯერ კიდევ არაფერი,ქვრივ-ოხრების ძარცვა იწყე,გახდი ნაღდი მაროდერი,
ბავშვებს იჭერ, მონად ყიდი,ოსმალეთში განამწესებ,გაიძახი: ხომ ვარ დიდიქსნის ციხისთავ მამამზეზე,
ვამეხს კოშკი დაუნგრიე,დასცინოდი მერე მწარედ,თუკი ვინმე ქალი ჰყავდა,სულ უკლებლივ ჩაიბარე,
გაიძახი, მაიტანსოწყალს ყოველთვის ჩემი კოკა,მამა დილეგს დაამწყვდიე,ღვიძლი ძმები ხანჯლით მოკალ,
დიდვაზირი ხომ მოწამლე,სპასალარსაც გაჰკარ კბილი,მერე ისლამი იწამე,დახვალ პლანით დაბოლილი,
მეფის მოკვლა ორჯერ სცადე,მაგრამ საქმე ჩაგივარდა,როქის ჯარი წაგასია,დაგეწია ტაშისკართან,
შაჰის ხათრით შეგირიგდა,დაგსვა კარის მდივანბეგად,მეფე როგორ მოიშოროდღე და ღამე იმას გეგმავ,
ზოგჯერ ტაძარშიაც დახვალ,ფარისევლობ, მალავ ჩალმას,ნეტა ღმერთთან ვით აპირებშავი სულის გადამალვას,
შენ შავი ხარ, შენ ქურდი ხარ,მინისტრი და ყურუმსაღი,პარლამენტში ყელყელაობ,წვეთი სისხლი არ გაქვს საღი,
გიყვარს ყავა, ფუფუნება,თრიაქი და კარგი ფართი,სულ ფართიზე ფართიფურთობ,ცის და ქვეყნის არ გაქვს დარდი,
ირანს ფიცავ, ქართლს კი უტევ,სამეფო ტახტს ავ თვალს ავლებ,ბუტე-ბუტე, გაგებუტე,საზიზღარო სეფედავლე!
ეკლესიური მანონი(რელიგია და კულტურა)
დაიზუთხა მანონიმდიდი სჯულისკანონიდა სამოძღვრო სწავლანისამგზის სანეტარონი,
აღარ წყალობს იმ დღიდანმეზობლებს და მეგობრებს,ხილაბანდის ქვეშიდანუმზერს, როგორც მეკობრე,
გადაირქვა მანონი,პარასკევა დაირქვა,იცის, ცაში რა თქვეს დაჯოჯოხეთშიც რა ითქვა,
ყველგან ეძებს მიმალულერეტიკოს-მწვალებლებს,ძია რეზის წიგნებისწერას აღარ ანებებს,
ერთ დღეს გამოიჭირაძია გუჯა, მხატვარი,რწმენის ლახვრით წასხიპაფრთები ნამკათათვარი,
სხვა დღეს სუპერმარკეტშიანტიქრისტეს წაასწრო,ისე დაუტატანა,საწყალმა ძლივს გაასწრო,
მეორჯერ ქუჩაშიშეხვდა თვითონ სატანა!თქვენ გგონიათ, შეშინდა!? -მასაც დაუტატანა,
სჯულის აბჯარასხმულიიცავს რწმენის საუფლოს,ზოგჯერ, მარტო რომ არის,ვიღაცასთან საუბრობს,
ანგელოზს თუ ხედავსო,თქვა ბიძია თორნიკემ,ან თუ ეპაექრებაარიოზს და ორიგენს,
დადის წარბებშეკრული,კრიალოსანს ატარებს,ჯოჯოხეთის გეენითგვემუქრება პატარებს,
ამას რომ იქმს, ცხადია,სურს ჩვენივე ცხონება,რომ არ ვიქცეთ ნორჩებიმასონების მონებად,
აგვიკრძალა ზღაპრები -გრიმები და ეზოპე,დაამყარა ტერორიჩვენს პატარა ეზოზე,
ერთ დღეს წინ შემეფეთა,სწრაფად ჯვარი დამსახა,- იყავიო მორჩილი!წყრომით თავზე დამძახა,
- ხომ იციო სად წავლენუნათლავი ჩვილები?ჯოჯოხეთში წავლენო,გეტყვი გამოცდილებით!
წარწყმდებაო ის ყველაც,ვინც მსხვერპლია აბორტის,დასტანჯავსო უფალიბავშვს, ცოდვებით დაბორკილს!
ხომ ხარ მონათლულიო?!ხომ ჩაკალი გულიო?!ხომ გძულს და გეზიზღებამასონობა კრულიო?!...
იმავ ღამეს მესიზმრასაკვირველი სიზმარი,ვნახე ბაღი ედემის,სანახავი მზისდარი,
მე და ჩემი დაიკოვითომც ახლოს მივედით,შევყურებდით ედემ-ბაღსრიდითა და იმედით,
ვითომც ჩვენს წინ გაიხსნასანეტარო კარები,გვიხარია, თან ვფიქრობთ:შევალთ, შევიპარებით,
სიცოცხლის ხეს ვიხილავთჩაგრული პატარები,გულმოწყალე მაცხოვრისკალთას შევეფარებით...
მაგრამ უფლის მაგივრადგადაგვიდგა მანონი,ხელშემართულს ეჭირასულ სხვა სჯულისკანონი,
- სად მიეტენტრებითო!დაგვიყვირა მრისხანედ,არ იცითო, ხეებიიქ რა ნაყოფს ისხამენ?!
სული გძლევთო, იგემებთ,დაგღუპავთო ხილია!განვედითო, ეს მტილითქვენთვის დაკეტილია!
თქვენისთანა ურჩებიჯოჯოხეთის კერძია,ვნებებს რომ არ უფრთხიან,ცოდვებს რომ არ ებრძვიან!
მძიმე, მძიმე ჭრიალითმოგვიხურა კარები,თან გადაიხარხარაკუშტი ახარხარებით.
წამოვედით ქარში დაყიამეთში, ყინვაში,თვალწინ გვეღობებოდარაღაც მრუმე მირაჟი...
გამეღვიძა რეტდასხმულს,ჭირის ოფლში ვცურავდი,დღესაც არ მავიწყდებაის საზარი სურათი,
ჩემს დაიკოს მას მერეარ ვენდობი სრულიად -იქნებ მწვალებელია?!იქნებ ავი სულია?!
ჩვენი ეზოს ბალღებიძველებურად ბალღობენ,ხმაურობენ, ცელქობენ,იცინიან, ლაღობენ,
დათო ბურთს დააგორებს,გივი კრიჭავს გაზონებს,ოთარიკო ზურიკოსთავის ბუცებს აზომებს,
კოხტა გოგო თებრონეწითელ კაბას მაწონებს,მე კი მათში, ო, მათშივხედავ მხოლოდ მასონებს!
სიხალისე გამშორდა,სიხარული გამშორდა,თითქოს მთელი ქვეყანადამყაყდა და აშმორდა,
ყველას გემუდარებითვისაც შეგრჩათ კაცობა,ყველას, ვისაც არა გსურთჩემი სისხლის გაშრობა,
მას ვთხოვ, ვისაც იტყვიანქალწულისგან ნაშობად:მოგვაშორეთ მანონი!დაგვიბრუნეთ ბავშვობა!

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი