პოეზია · ლირიკა
ქალი-მაგიდა
ერთ დროს ქალი იყო -საწერი მაგიდა,დანებით ტრიალებდა ქურასთან,სარეცხის თოკებითქარებს რომ აბამდა,ოჯახურ ოცნებებს წურავდა.ყველა უჯრაში შვილები ეჯდა,გულს იტრიალებდა გასაღებით.ლექსებს ღამეებად ათეთრებდა,რადგან გრძნობა ჰქონდა დასაღლელი.ეს ქალი ერთხელწელში მოიხარა,დარჩა ასე და არ აფრინდა.მიადგა სკამი უტიფრად - არც იკითხა:ეს ქალი იყო თუ მაგიდა.