პოეზია · ლირიკა
ღიპიანი საზამთროა
ღიპიანი საზამთროჩემი სამშობლოა,ამწვანებული - ტკბილი.ჯანმრთელობისთვის სასარგებლოწყლებით, მინერალებით.დაზოლილი გზებით,რომლებიც სადღაც ერთდება,თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.გატყაპნილი ლაქებიჩვენა ვართ,ვინმე რომ გვათვალიერებსვხვდებით და ფორმას ვიცვლით.ადრე სამშობლო გრძელი იყო,მუთაქასავით თავქვეშ ამოდებული,ხალხიც თუ ფეხზე იდგა,ზეცისკენ იყო წაგრძელებული.მერე ხელებს ღონივრად უჭერდნენ,უტყაპუნებდნენ:დამწიფდა თუ არაოდა გასკდა, პირი დააღო საზამთრომ.რა საზარელია გახლეჩილი საზამთრო!ჭირისუფლებმა უფრო დააპატარავესთავიანთი გარშემოვლებით.ცრემლი კი არა, ნერწყვი სდით.სამშობლო და მისი ჭირისუფლებიერთმანეთის შეჭმაზეუარს არ ამბობენ.