პოეზია · ლირიკა
ძეგლის ასაკი
მე უკვე მივაღწიე ძეგლის ასაკს.მამკობენ ყვავილებით,სიტყვებით - უცხო საცხებით.ეპითეტებში ჭარბობს: "ყოჩაღი, მშრომელი!"მოგონებებით დამაბამენ,ამიტომ თანდათან დავცხრები,გაქვავებას დაველოდები.ჩემს ნაცვლად შვილები ცხოვრობენ,სატყუარას კენკავენ,სისხლსაც გამოიდენენ -ჩამოხეულები ეკალზე.ჩემი გარეგნობა,ნიჭი, ოცნებაააფრიალა ქარმა შვილებად.ბედი ჩამჩურჩულებს:"ეხლა იწყება (სიმ)წიფის გვირაბი,შენ ხომ არაფრის შეგეშინდება".