↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერცხლები

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3028 ნახვა

—
"იქ არის ის ქრისტე! იმ ადამიანებს შორის, დაღლილობისაგან რომ ეცემიან მატყუარა აფიშების გვერდით - იქ უფრო მალე იპოვი მას".ჟილბერ სესბრონი
მერცხლები - თავგადასავლების მაძიებლები, უკვე დაძველებულიფრანგული ფილმიდან, გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას.მერცხლები - რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ, ოდესღაცმიფრინავდნენ ვან ხესთან.მერცხლები დაფრინავდნენ პატარა ჟან-პოლ რიხტერის წიგნებისზევით მზეში.ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია -ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს.უბრალოდ -სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.შენი საზრდოა "როკკო და მისი ძმები", ეუჯენიე მონტალედა ჯაკომო მანცუ, ან ჯორჯო მორანდი,რომელიც გაცვეთილ ფუნჯებს მარხავდა -და ცისკენ ახედვისას ხედავდა: მერცხლები!მერცხლები! ისინი მიფრინავდნენ ყველაფრის თავზე და გასწვრივ -მიღმა განწირულთა არშემდგარი ცხოვრების,მიღმა შადრევნების და სასახლეების,კაპიტანთა სევდის მიღმა.ქარხნების გულდაწყვეტილ, წაქცეულ ანგელოზთა მიღმა -მერცხლები, მერცხლები, მერცხლები...
ოქტომბერი, 1993

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი