↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოსკოვური ღამეები

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3036 ნახვა

—
მე მახსოვს ეს ჰიბრიდი, მაზერელის ქალაქში მოცეკვავეგუსტავ მორის სალომეა და სტრინდბერგის მოჩვენებები.მოსკოვში ტაქსიდან დანახული ძლივსშესამჩნევი თოვა.გლაზგოდან ჩამოსული ემა ბევრს ლაპარაკობს რუსეთზე.ღამეა, როცა ღამეა.ბესტუჟევის ქუჩაზე კი ათვალიერებენ ჩემს ალბომსდა იციან, პატრონი ჯერ არ მოვა.ასე გათენდა;ჩვენ ვსვამდით არაყს და ყავას, ვაყოლებდით ხორცს და მურაბას.სამყარო, ჩვენი სამყარო, ისეც საკმაოდ ღარიბი,მაინც გვიყვარდა ამ ოთახიდან,სადაც საუბრობდნენ: ონკოლოგები, პოეტები, მსახიობებიდა გვაცინებდა ვიღაც ხუმარა.თენდებოდა.ღამით გასრულებული მოგზაურობა სარკმლებში სინათლით -ყოველი მხრიდან.

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი