პოეზია · ლირიკა
*** შენ ჩემო დიდო ტკივილო
შენ ჩემო დიდო ტკივილო,დილაო - ავდრიანაო.ძლივს აჩენილო ღიმილო,ღიმილო - დარდიანაო.შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე...რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,მეც შენთან მაბრიალაო.მე თუ არ მეტრფის - დაიწვასთვალები - ნაღვლიანაო.შენ, ჩემო დიდო ტკივილო,დილაო - ავდრიანაო.