პოეზია · ლირიკა
ლანდების დარბაზი
(ნაწყვეტი)სცენა...ცრემლები ჩამომდის ღვარად,ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს...არა, ბატონო, არა და არა..!@ _ეგ ჩემთვის მეტად დიდი როლია.ცოტა ხმამაღლა, არ ისმის, რა სთქვი?!ეს გრიგალებიც ზღვებს არყევს ძლიერდა მაინც ჰფიქრობ _ გვირგვინი დაფნისშუბლს მომილბობს და შემიცვლის იერს.არც მოლოდინი ცით რისხვის მზარავსდა არც მსოფლიო შიში მაქვს წარღვნის,არა, ბატონო, არა და არა,მაგ როლზე ჩემი მოცდენა არ ღირს.ვაცხადებ უარს, დღეებს მოავდრეთკვალში ვუდგევარ, ზათქით მივგრგვინავ.თქვენ ვისაც გინდათ იმას მოარგეთეგ სისხლიანი დაფნის გვირგვინი...და სისხლიანი ეგ ველი ბრძოლისმეც ბევრჯერ ვლოკე, არ ვამბობ უარს...მაგრამ, ო, არა ეგ დიდი როლითქვენ ითამაშეთ, იოლი თუა.ამ თამაშიდან გავიდე უნდა,სიმართლე გითხრათ, კიდეც ვიღლები...მე დამიბრუნეთ ეგ ჩემი გუდათქვენ დაიბრუნეთ თქვენი ნიღბები...სცენა_ცრემლები ჩამომდის ღვარად,ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს.არა, ბატონო! არა და არა!ეგ ჩემთვის მეტად მძიმე როლია.