↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-08-121 წთ საკითხავი27140 ნახვა

—
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.
გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტებისვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.
ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,ძაღლი - გოგოს,გოგო - მამას,მამა - უცნობს შეჰყურებდა.ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი