პოეზია · ლირიკა
* * * ტაშს უკრავენ
ტაშს უკრავენ... ტაშს უკრავენ,მაგრამ ვიცით მე და შენ:არის ტაშის მოყვარული,არის ნაღდი მეტაშეც...ჩვენ იმასაც მოვესწარით:ტაშს ითხოვდა ფაშისტი...ბევრი ლექსიც, სამწუხაროდ,იწერება ტაშისთვის...მე თქვენ სულ სხვა დარბაზებშიგიწვევთ, გეპატიჟებით...დღესაც ტახტებს აზანზარებსმეამბოხე ტაშები.ტაში მიყვარს...მაგრამ ვეღარვიტან ტაშის მათხოვრებს...ვინც მე ტაში არ დამიკრაც,იმის მამა ვაცხონე!1977