↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება უკუღმა

სტურუა ლია

2020-08-121 წთ საკითხავი18608 ნახვა

—
გაშიშვლებული მავთული,დაუდევრობა, კივილი,ყველაფრის მიწით ჩაქრობა,შავი ფერის უარყოფითი მუხტები...100 კგ ყვავილისაკმაო დადებითს ვერ იძლევა,დარღვეულია წონასწორობადარდის გადამეტებით.ქალაქი - კრემატორიუმიდამწვით მის სიკაშკაშეში!უჩონჩხობა მინდა, უნივთობა,გარიგება ქარსა და წვიმასთან,ხერხემლის მალებზევეღარდაკვრის გამო,ვითომ, რევოლუცია მოხდა,როიალებიფანჯრებიდან გადაყარეს...
სამაგიეროდ, ფერფლსადა სულს მივცემ,ისინი მიწის გარეცხვაშიგამომიყენებენ,ხომ გავაკრიალე, სააღდგომოფანჯრებივით ჩემი ქალაქი -მთების და ხეების უპირატესობასახლებზე, ქვემოდან რომ შეხედო,მწვანე, ზემოდან - შინდისფერი,ძველებური...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი