↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საბა ჭანგური, 1992 წელი

წიკლაური მამუკა

2020-08-121 წთ საკითხავი2728 ნახვა

—
აქ, მურჯახეთში შემომაღამდადა ეკლესიას შევეხიზნე ღამის სათევად.დასავლეთიდან ჩამავალი მზე შემობრწყინდადა ეს წარწერა გაანათა:"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."საბაც აქაა, მარტო არ ვარ, მასპინძელი მყავს.ის მეთერთმეტე საუკუნიდან, მე - მეოცედანხელს ვუწვდით ერთურთს.გარდაცვლილები რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობენ,თუ ყურს დაუგდებ, იმათ ხმასაც კი გაიგონებ,ოღონდ არა თქვა - მურჯახეთის წყალი ხმაობსო;ღამის წიაღში სიცილი და ტირილიც ისმის,მაგრამ არა თქვა - ქარის ხმააო...- ღვინო მესხური "წრიოხია", ვერ დაიწუნებ,თაფლი და პური აქაური, ჯავახურია, -მეუბნება და მთელი ღამე საუბრობს საბა:როგორ აგებდა ამ ეკლესიას,როგორ მოჰქონდა ქვა შორეულ კარიერიდან,როგორ შეაკვდა მისი ვაჟი თურქს შემოსეულს...ბოლოს მე მკითხა: - შენ რატომ დუმხარ?რა სროლაა და რა კვამლია თბილისის ცაზე?..გათენდა კიდეც - მზემ ახლა უკვეაღმოსავლეთის სარკმელიდან დახედა ნაწერს:"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."

წიკლაური მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი