პოეზია · ლირიკა
სამშობლო
ლელას და ბოცოს
თქვენ იქიდან ხართ, სადაც სიტყვებით,როგორც გუთნებით, მამულებს ხნავენ,თქვენ იქიდან ხართ, სადაც სიტყვებს სისხლში აწრთობენ.. . .ჩალხია საქორელმა ძმის ღია სამარესთან დაიფიცა:- შენს მკვლელს შენს სიკვდილს არ შევარჩენ.მამა-პაპათა სულს ვიფიცები,მასაც შენი გზით გამოვგზავნიო!..მაგრამ, ღვთის ნებით, არ ეწერა ამ ფიცს ახდენა -ჩალხია უცებ დაიღუპა, ზვავმა დაახრჩოდა ცოლმა ასე დაიტირა მიცვალებული:- დაილოცოს ჩვენი დიდი სალოცავი,ზვავით ჩაგიხერგა ცოდვისკენ მიმავალი გზა;ვერ დაიკლაკნა შენს სახეზე ცოდვა გველივით,ცოდვა ვერ ჩადგა შენს თვალებში მღვრიე წყალივით;ეგრე უებრო და უეკლო მიხვალ უფალთან...