პოეზია · ლირიკა
სეხნია უშარიძის დაკარგვა
წავიდა, გაქრა. დაიკარგა.არ უკივლია თეატრალურად:გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარო;არც პატიების წერილები დაუწერია -თვითმკვლელები რომ ტოვებენ ხოლმე.
წავიდა, გაქრა. დაიკარგა.არც ყოვლისწამლეკ ზვავს წაულეკავსდა არც უფსკერო უფსკრულს ჩაუნთქამს -თუ კაცი ვერა,ყვავ-ყორნები ხომ მიაგნებდნენდა ყვავ-ყორნების ადათ-წესით დაიტირებდნენ...
წავიდა, გაქრა. დაიკარგა.ჭორები ჭორებს გადაებნენ - გრძელ ჯაჭვად იქცნენ.
... დანამდვილებით მე და მთვარემ ვიცით, რაც მოხდა:ის, შუაღამე რომ გადავიდა,ადგა, აკრიფა ფუნჯები და საღებავები,მერე აიღო თავისი სევდა, ასწია მძიმედ,გავიდა გარეთ და შეუერთდაიმ ყოველივეს, რაც გარეთაა -ყაყანის, ჯგლეთის, გრიალის და დგრიალის გარეთ.ის ხომ არ იყო აქაური, სხვაგნელი იყოდა იქ წავიდა, საიდანაც მოვიდა ერთხელ -აქ "გარეთ" იყო, იქ კი "შინ" არის.აქ უცხო იყო და უცნაური,ვერ შეგვეჩვია, ვერ დამკვიდრდა და გაგვეცალა.
გული მიტირის -რომ გაქრა და ჩვენ აქ დაგვტოვა,იმაზე ვტირი.