პოეზია · ლირიკა
გატაცება
გამახსენეს ძმაკაცებმაშორეული გატაცება,იქაური გატაცება,ბედაური სადაც ება.ძილი აღარ მეძინება,არც სიცილი მეცინება, -ვინც არ უნდა შემეცილოს,სწორედ იგი მეცილება.დრომ მრავალი გატაცებადაწება და გადაწება.შემარიგა მამაცებთან:შიში ვეღარ მამარცხებდა...ვა რა მწარედ გამახსენდათვითმფრინავის გატაცება!