↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კედელი

სტურუა ლია

2020-08-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
ჩვეულებრივი სახე,რბილი, ვარდისფერი,ყვრიმალებით და შუბლის ძვლებითგამკვეთრებულიც კი არა,კედელივით დგასჩემსა და მზეს შორისრომ არ დავბრმავდე?სიცივით რომ სული გამძვრეს?რა ურთიერთობას ვთამაშობდით!მას უყვარდა ბოდლერის "მძორი"და უხრწნელი ანატომია,მე გალაკტიონის "რომელი საათია",ღვინის წვეთებით დაკოპლილი დროამაში თანვხვდებოდით.პოეტები - მწიწკნავი აზრებიერთმანეთზე, მაინც ერთადსაყოველთაო პრაგმატიზმის წინაშეთუ პირიქით?ამასაც გავუგებდი,მაგრამ კედლობას?კედელთან ავტობუსი უნდაგაჩერდეს,შეიძლება, ზედ მიასრისოს კიდეც,ვინმე, ჩემისთანა,იმ ბედნიერ პაუზაში,როცა სახლიდან ახალგამოსულია,ახალდაბანილი და მსუბუქი ტანიჯერ კიდევ, ღმერთის საჩუქარიჰგონია...უზმოზე კედელს ვერ მოინელებ...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი