პოეზია · ლირიკა
იყო არაბეთს
როდესაც დავიზაფრები,მართობენ კალამბურები,ცხენებთან ერთად - ზღაპრებიმშველიან - არაბულები.და როცა გავეჯიბრებიუცხოს და არა ჩვენიანს,ზღაპრებზე მეტად - ციფრებიარაბულები - მშველიან.ვუსმენ რიონისპირელი -როგორც გელათის მეზარე,მეთამაშება პირველი,მეალერსება მესამე.გავყურებ ალავერდიდან:პაექრობს აღმოსავლეთი:ათასთან - ათასერთი დამეცამეტესთან - ცამეტი.სარკეში ვათვალიერებმეათე სამოციანელს:გვიწვევენ ბატალიებისაომარ-სამოსიანებს:ვერ შევაჩერეთ - ტიალიჩარხის უკუღმა ტრიალი,გადავაგორეთ მეოცე -ე-ჩემის-თვრამეტიანი.გზებიღა შემოგვრჩენია -ვერსიან-მილიანები,სამაგიეროდ - ჩვენიავარსკვლავთა მილიონები.